საქართველოს სამთოკურორტის შესახებ დოკუმენტურ ფილმს და კლიპებს იღებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიიდან საქართველოს სპორტული/სათხილამურო ბრენდ NORDICA-სა და BAPU Film-ის ჟურნალისტთა და თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა 8 კაციანი ჯგუფი ეწვია. გადამღები ჯგუფი 12 წუთიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელიც იტალიური ეროვნული ტელეკომპანების: Italia Uno-ს და Rai-ს ეთერით გადაიცემა. სოციალური ქსელებითა და ვებგვერდებზე კი ოთხი ორწუთიანი ვიდეორგოლი გავრცელდება. გუდაურში გადაღებული ფოტოები კი National Geographic-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება. საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ჟურნალ „Sciare“-ში. სამთოკურორტის გარდა ჟურნალისტები საქართველოს კულტურის, ტურიზმისა და ქალაქების შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.

https://www.youtube.com/watch?v=N5957fdKZVQ