ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.
2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147,7357-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია.
ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 328,314 შეადგინა, რაც 98,796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43%).
2017 წლის იანვარი – ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,996,170 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 354,471-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.4%)-ია.
იანვარი – ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,309,982 შეადგინა, რაც 295,165-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +29.1%).
2017 წლის იანვარ – ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (+16.2%), თურქეთიდან (-15.9%), რუსეთიდან (+27.5%) და ირანიდან (+223.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივნისში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28%, საფრანგეთი +23% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +223%, უზბეკეთი +163%, საუდის არაბეთი +159%, ინდოეთი +133%, ისრაელი +48% და ჩინეთი +41%.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც 230 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.
2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 786,282 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
#ტურიზმი