იანვრის თვეში ტურისტების რიცხვი 32 % ით გაიზარდა
2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 387,070 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც63,911-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+19.8%)-ია.
იანვრის თვის მაჩვენებლებით+32.4% ით არის გაზრდილი იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში. მათმა რაოდენობამ 154,083შეადგინა, რაც 37,714-ით მეტია 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე.
2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-0.8%), სომხეთიდან (+31.4%), რუსეთიდან (+40.3%) და უკრაინიდან (+28.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარში გამოირჩეოდნენლიტვა +47%, ბულგარეთი +32%, გერმანია +32%, პოლონეთი +25% და გაერთიანებული სამეფო +23%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +617%,უზბეკეთი +231%, ინდოეთი +158%,ისრაელი +83% და ჩინეთი +78%.ყაზახეთი +32%, ბელარუსი 25 %
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 817 მილიონ დოლარს (ზრდა +10.1), რაც 75 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7მილიარდ (1,684,914,617) დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.7%-ია.
2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
2016წლის დეკემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა145,175 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით+26%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016წლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.