იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5.9 %-ით გაიზარდა
2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა, რაც 17,061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5%, ჩეხეთი +96%, ესპანეთი +65.1%, ლატვია +63.5%, გერმანია +46.6%, ლიეტუვა +40.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1%, ისრაელი +132.1%, ყირგიზეთი +112%, ჩინეთი +72.8%, საუდის არაბეთი +72.7% და სხვა. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%. #ტურიზმი2019