თბილისის სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია
მიონის ბიზნეს ცენტრში თბილისის სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით გაიმართა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. თბილისის სპორტული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწელიწადს გაიმართება. კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილეს: სპორტული მარკეტინგი, სპორტული მენეჯმენტი და სპორტული ტურიზმი. კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სპორტული ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა: „ სპორტული ტურიზმი მთელს მსოფლიში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ხდება. სპორტული მარკეტინგისა და მენეჯმენტის განვითარება ვფიქრობთ, რომ ხელს შეუწყობს ზოგადად სპორტული ტურიზმის განვითარებას. საქართველოს ნამდვილად აქვს ოთხივე სეზონის განმავლობაში პოტენციალი, რომ ეს მიმართულებაც სათანადოდ განვითარდეს, უბრალოდ ამ ყველაფერს სწორად წარმოჩენა სჭირდება.„ -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.