“თბილისიმარათონი”
სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ 2015 წლის 25 ოქტომბერს უკვე მეოთხედ ჩატარდება.
პროექტის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ორგანიზატორი კი ”ჰაიდელბერგ ცემენტი.”
წელს მარათონი განსხვავებული ფორმატით ეწყობა. ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს. გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური გამზირიც.
ღონისძიების მიზანი, ერთი მხრივ, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეორე მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
„თბილისიმარათონი“ წელსაც საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდება.
ღონისძიებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მარათონის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტების განხორიცელებას , ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, პირველ რიგში იმიტომ რომ თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება, ასევე ღონიძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაა, თუმცა გარდა სოციალური ასპექტებისა, ,,თბილისიმარათონი“ არის ბრენდი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან საქართველოში და ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.”
მიხაელ ჰამპელი “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი:
“ნამდვილად ამაყი და ბედნიერები ვართ, იმ ფაქტით, რომ შეგვიძლია მეოთხე წამოწყება გამოვაცხადოთ გრძელ დისტანციაზე სირბილში. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მხარს უჭერენ და გვერდში უდგანან ამ ღონისძიებას. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე თბილისის მერსა და მერიას. ასევე მადლობელი ვართ ტურიზმის ფედერაციის და მისი ხელმძღვანელის. ჩვენი ღონისძიება მოიზიდავს ტურისტებს და საქართველოს შესახებ ამცნობს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მას საქმიანობა აქვს გაშლილი. აღსანიშნავია, რომ “თბილისიმარათონი” საქველმოქმედო სახის ღონისძიებაა და გასულ წელს ქველმოქმედებას 31 ათას ლარზე მეტი მოხმარდა, ხოლო წელს ეს თანხა 50 ათასამდეც ავა. დასასრულს მინდა ვთქვა, რომ წინა წლებთან შედარებით ახლა გაცილებით მეტი მონაწილე გვეყოლება”.