ვიდეორგოლი „Dinner with Georgia“კანის ფესტივალის გამარჯვებული
კანის ლომების ფესტივალზე მე-6.000.000 საერთაშორისო მოგზაურის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლის წარმატებასთან დაკავშირებით სასტუმრო “იოტაჰოტელში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია ვინდფორსის დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ, მე-6000000 საერთაშორისო მოგზაურ იასპერ ბლექთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.
კანის ფესტივალზე ვიდეორგოლი „Dinner with Georgia“ ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. კლიპი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გადაიღეს, რომელიც საქართველოში მე-6.000.000 საერთაშორისო მოგზაურის შემოსვლას მიეძღვნა.
საქართველოს 2016 წელს ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. ეს არის პირველი წელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად გადაიღეს კლიპი.
ქართული სააგენტოების წარმატებას კანის კრეატიულ ფესტივალზე კიდევ ორი ლომი დაემატა. Windfor’s-ის ნამუშევარმა Dinner With Georgia ფესტივალზე, PR-ის კატეგორიაში, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა! ესაა პირველი ვერცხლის ლომი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში!