ვებინარი თემაზე „კოვიდ 19 გავლენა სასტუმრო ბიზნესზე”
ვებინარი თემაზე „კოვიდ 19 გავლენა სასტუმრო ბიზნესზე”
18 აგვისტო, 17:00 საათი
რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://us02web.zoom.us/…/reg…/WN_TSNjbK05RBqkQgY6x0lh2A
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ყოველთვიური ვებინარები გრძელდება.
კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ტურიზმით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ გაეცნონ სასტუმროებში არსებულ კოვიდ რეგულაციებს, ვიზიტორთა კვლევას, მოლოდინებს, საპროგნოზო მაჩვენებლებს, ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმოხილვასა და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს.
ვებინარის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები პრეზენტაციებს გამართავენ.