ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული – 50% ფასდაკლება
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული – 30% ფასდაკლება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული
სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის
ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე – მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო
სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე – 2 თვე:სექტემბერი – ოქტომბერი უფასო შესვლა
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე – სეზონის გახსნიდან – იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა