ვარძიის სათაგადასავლო ტურნირი
ვარძიის კომპლექსთან ახლოს სათავგადასავლო ტურნირი გაიმართა. 3 დღიანი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი ჯომარდობაში, ველორბოლასა და სირბილში მოეწყო. შეჯიბრში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თითო გუნდი 6 კაცით იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მიზანი სამცხე-ჯავახეთის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და რეგიონში ისეთი ტურისტული პროდუქტების განვითარებაა, როგორიცაა: საფეხმავლოტურიზმი, ველოტურები და ა.შ. ვარძიის სათაგადასავლო ტურნირს 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი და ყოველ წელს იმართება.