ერთობლივი პროექტები აზერბაიჯანთან
საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. სამომავლო გეგმებზე ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულფას გარაევმა ისაუბრეს.
მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურისტული მარშრუტების შექმნის პერსპექტივებზე, ასევე ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მარკეტინგული კამპანიების განხოცრიელების შესახებ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოში მიმდინარე ტურისტული პროექტები გააცნო. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები აზერბაიჯანის საკონვენციო ბიუროსა და აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციაშიც გამართა. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქმიანი ტურიზმის – MICE ტურიზმის სფეროში გამოცდილებების გაზიარება იყო.