ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები ტურისტული ნაკადების გასაზრდელად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორს აქტიურ თანამშრომლობას სთავაზობს. Holiday Inn-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის ასოციაციების, სასტუმროების, ავიაკომპანიების 40-მდე წარმომადგენელს 2016 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე საზღვარგარეთ ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების, პრეს და ინფო ტურების გამართვის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე.