ერაყის მიმართულებით ავიარეისები განახლდება
ერაყის მიმართულებით ავიარეისები განახლდება. ივნისიდან ავიაკომპანია„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ერბილი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს შეასრულებს. თვეში 32 რეგუალური ავიარესიის შესრულება იგეგმება. საქართველოსა და ერაყს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს და ერაყის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის “StarAlliance”-ის ხემძღვანელებს შეხვდა. ერაყული ტურისტული კომპანია “StarAlliance” გენერალური მენეჯერის ემად რაშიდის განცხადებით, ელექტრონული ვიზის პორტალის შემოღების შემდეგ ერაყელი მოქალაქეებისათვის საქართველოში მოგზაურობა გამარტივდა. ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეავსონ online განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
https://www.youtube.com/watch?v=Y1ezBVntJhE