დმანისის მუზეუმის სეზონის გაიხსნა
დმანისში ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.
სეზონის გახსნას დმანისში ეროვნული მუზეუმის დირექტორი – დავით ლორთქიფანიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი და თურქეთის ელჩი – ფატმა სერენ იაზგან და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია ეროვნული მუზეუმისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. “სილიკონ ველი” თბილისის სპეციალისტებმა დმანისის მუზეუმში არსებული არტეფაქტების 3 D მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია დაიწყეს.
არტეფაქტების პირვანდელი მდგომარეობის შესაბამისად, ერთიანი ვიზუალიზაცია უპრეცედენტოა საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
დმანისის მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ აპლიკაციის გამოყენებით, მათთვის საინტერესო ნიმუშის ტექნოლოგიებთან ადაპტირებული ვერსია იხილონ და გაეცნონ ექსპონატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ციფრული გიდის გამოყენებით.
პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, დმანისის მუზეუმის დამთვალიერებელი ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობაში წარმოდგენილი უძველესი ადამიანის ნაშთებს – ზეზვას და მზიას ნიმუშებს იხილავს.
“დმანისის მუზეუმი მზადააა ზაფხულის სეზონზე ტურისტების მისაღებად. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, მუზეუმსა და ტურისტებს შორის საინტერესო თანაშრომლობა შედგა, შედეგად შეიქმნა ვიზუალიზაცია გაფართოებული რეალობით ზეზვას და მზიას გამოსახულებით და ტექნოლოგიებში განთვითარდა ადამიანის ევოლუციის ისტორია. შესაბამისად ეს იქნება ძალიან საინტერესო ატრაქცია საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის, რომლებიც შეიტყობენ, რომ საქართველოში პირველი ევროპელები აღმოაჩინეს.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.