„დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“
ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრში „ExpoGeorgia” კარიერის დაგეგვმის ღონისძიება გაიმართება. გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა.ღონისძიების დეტალებთან დაკავშირების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, წამყვანი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები. გამოფენის დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.