გუდაურში სასტუმრო „შერატონი“ აშენდება
გუდაურში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „შერატონი“ გაიხსნება. სამთოკურორტზე სასტუმროს მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება და 2016 წლის ბოლოს დასრულდება. საერთაშორისო ბრენდი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სასტუმრო „ტერასაში“ კომპანია „რედ-კო“-სა და კომპანია „სტარვუდ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრებულებას კომპანია „რედ-კო“-ს დირექტორმა მირიან ქათამაძემ და „სტარვუდი“-ს წარმომადგენელმა ანატოლი კონდრატენკომ ხელი მოაწერეს. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორებთან ურთიერთობებში მრჩეველი ფრანჩენსკო ნოსედა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით: „ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი სამთოკურორტის განვითარებისათვის.“
https://www.youtube.com/watch?v=tO6KVJ2B710