გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
კურორტი გუდაური 30 წლისაა, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა.