გიორგი ჩოგოვაძე UNWTO-ს კონფერენციაზე ჩინეთში
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ჩინეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აბრეშუმის გზის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია აბრეშუმის გზის ტურისტული პოტენციალის განხილვას მიეძღვნა. აბრეშუმის გზის მარშრუტი, როგორც სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ასევე ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიებაში მსოფლიოს 20 ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარმა მიიღო მონაწილეობა. ჩინეთში კონფერენციის გარდა მინისტერიალიც გაიმართა სადაც პოზოტიურად შეხვდნენ ქართული მხარის წინადადებას, აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის ერთიანი ტურისტული პროდუქტისა და მარკეტინგული აქტოვობების საჭიროების შესახებ. 3 დღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩინურმა მხარემ სტუმრებს ეროვნული კულტურული ღონისძიებებიც წარუდგინა.