ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე 2016 წელს საქართველოში ჩამოსულ პირველ საერთაშორისო მოგზაურს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ სანდრა ჯონსონს შობა-ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 2016 წელს საქართველოს ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა. სანდრო ჯონსონი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობას ერთი თვის განმავლობაში აპირებს. ამერიკელი ტურისტი სამთოკურორტების მონახულებას გეგმავს.