ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობების შესახებ ისაუბრა:
“ტურიზმი მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. ესაა დასაქმება, ექსპორტი, ასევე ტურიზმისაინტერესოა საინვესტიციო კუთხით, ეს სექტორი სხვა სექტორებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და ღირს ამ სფეროში ინვესტიციის გაკეთება, ასევე თავად ტურისტი არის სავიზიტო ბარათი ქვეყნის. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს მთავრობა კონსოლიდირებულია ამ თემის გარშემო, სახელმწიფო პოლიტიკა არის ისეთი რომ ტურიზმის გარშემო მოხდეს უწყებათაშორისი კოორდინაცია. საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის კურორტები, ასეევ ჩვენი სამზარეულო და ღვინო, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, იუნესკოს მსოფლიო ღირებულების ადგილები და ა.შ. რაც შეეხება ფასებს, ამას ბაზარი არეგულირებს და რაც მეტი სასტუმრო გაიხსნება, ფასი რეგულირდება ბაზრის მიხედვით. კახეთში განხორციელდა რამდენიმე დიდი სასტუმროს მშენებლობა, ამაში სახელმწიფოც მონაწილეობდა და ამან დიდი გავლენა იქონია ფასებზე. წლის დასაწყისში აღმოვჩნდით სხვა რეალობის წინაშე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა გვიბიძგა, რომ მიგვეღო უფრო თამამი გადაწყვეტილებები და ძირითადი აქცენტი გაგვეკეთებინა საერთაშორისო აქტივობებზე. მოხდა სამოქმედო გეგმის ცვლილება, მოხდა ჩვეი გააქტიურება საერთაშორისო ბაზრებზე სხვადასხვა მიმართულებით. ესაა საქართველოს პოპლარიზაცია მიზნობრივ და პოტენციურ ბაზრებზე. აქტიურები ვართ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ქართულ კომპანიებთან ერთად, ასევე გვაქვს მარკეტინგული აქტივობები როგორც მიზნობრივ ბაზრებზე, ასევე საერთაშორისო მედიაში. ესაა ასევე ინფო და პრესტურების ორგანიზება რათა მეტი ჟურნალისტი ჩამოვიყვანოთ. ადმინისტრაციაში იწერება სტრატეგია, რომელიც 2025 წლამდე განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, ტრატეგია შედგება ორი ნაწილისგან, ესაა ანალიზი დრევანდელი სიტუაციის და ამაში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. მთელი ზაფხულის განმავლობაში აჭარაში იქნება ყოველდღიური ღონისძიებები, ასევე სპეციალურად შევქმენით ინტერნეტ–სოციალური რეკლამის ჯგუფი, რომლის საშუალებითაც გავაკეთებთ ჩატარებული აქტივობების პოპულარიზაციას. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, არ ჭირს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყველაზე მთავარი რაცაა, ესაა სტუმართმოყვარე ქვეყანა, ამიტომაც უნდა ჩამოვიდნენ ტურისტები საქართველოში. რაც შეეხება ტურისტების ნაკადის შემცირებას, ამაზე გავლენა მხოლოდ სავიზო რეგულაციებს არ მოუხდენია, თუმცა ერთ–ერთი ფაქტორი იყო. მიზეზი იყო ასევე პოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, რუსეთ–უკრაინის მოვლენები, ასევე მთელ რეგიონში არის ეკონომიკური პრობლემები. სავიზო რეგულაციებმა რაღაც დოზით იმოქმედა, საპასუხოდ მთავრობამ წარმოადგინა ვიზის მითღების გამარტივებული მეთოდი ელექტრონული პორტალის საშუალებით. დრეს ვმუშაობთ რომ მოხდეს მეტი ლიბერალიზაცია სავიზო რეჟიმის, რათა მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია. ახალი ბაზრების ათვისება არ ხდება ერთ და ორ წელში, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ავარჩიეთ ისეთი ბაზრები სადაც მეტია ცნობადობა ჩვენი ქვეყნის და ასევე ადვილია ავიამიმოსვლა ამ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში შემოსული ტურისტების საერთო რაოდენობიდან 90 % მაინც მეზობელი ქვეყნებიდან მოდის, დანარჩენი კი ევროპის ქვეყნებიდან, ამიტომაც ამ მიმართულებით გვაქვს გასააქტიურებელი მუშაობა. 2014 წელს 5,5 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში, წელს პრობლემების მიუხედავად საკმაოდ იმედიანად ვართ განწყობილი და აპრილის თვეში გვაქვს ზრდა. გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები, გავხსენით ლაშქრობის სეზონი, ვხსნით ჯომარდობის სეზონს, იქნება სეზონის განხსები, ასევე მთელი საფხულის განმავლობაში დაგეგმილია უამრავი საფესტივალო და საკონცერტო ღონისძიებები.”

https://www.youtube.com/watch?v=K986f3ucUsE&feature=youtu.be