ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მარკეტინგული კამპანიებისა და პრესტურების შესახებ ისაუბრა:
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო მედიაში საქართველო ფიგურირებდეს, ასევე ჩვენ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ მიზნობრივ ბაზრებზე. საქართველოს ტურისტული პოტენცილიას გასაცნობად ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოგვყავს. მაგალითად უახლოეს დღეებში ლატვიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან და პოლონეთიდან მედიის წარმომადგენლები ჩამოვლნენ. ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს დათვალიერებენ, მოამზადებენ რეპორტაჟებს, რომ შემდეგ თავიანთ ქვეყნებს უკეთ გააცნონ საქართველო.“
გიორგი ჩოგოვაძემ ჩინეთში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.
ჩინეთის უმსხვილესი ტუროპეატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ. ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლებთან გამართა შეხვედრები. შეთანხმების მიხედვით, ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრების გარდა გიორგი ჩოგოვაძე ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს:
„საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელშიც ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად რეკომენდაციას უწევს თავის მოქალაქეებს, რომ ეწვიონ. ჩვენ საბოლოო ეტაპს გავდივართ, რომ ჩინეთის ტურისტული კომპანიები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.“ -აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

https://www.youtube.com/watch?v=tjolKIMAXcI