გაცნობითი ტური ყაზახეთიდან და რუსეთიდან
თბილისის ტურისტული მიმართულებების გასაცნობად დედაქალაქს ყაზახეთიდან და რუსეთიდან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. სარეკლამო-გაცნობითი ტური მუნიციპალური პროგრამის „შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარების“ ფარგლებში „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისა“ და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“პარტნიორობით გაიმართა.
თბილისში სარეკლამო-გაცნობითი ტურის ფარგლებში ვიზიტით მყოფი რუსული და ყაზახური ტურისტული სააგენტოები საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის“ რეპეტიციას დაესწნენ, სასტუმრო „რუმსში“ კი სპეციალურად მათთვის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო და ყველი.