“გაიცანი საქართველო” ყაზბეგში
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტს ,,გაიცანი საქართველო“ აგრძელებს. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წელს რიგით მე17 ტური მედიის წარმომადგენლებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ჟურნალისტებმა დაბა სტეფანწმინდა, გერგეტის სამება, აბანოს მონასტერი და სოფელი ჯუთა დაათვალიერეს. ზღვის დონიდან 2400 მეტრზე საბანაკე კომპლექსს ზეთას და სასტუმრო ,,მეხუთე სეზონსაც“ ეწვივნენ, სადაც ასვლა სოფელ ჯუთადან მხოლოდ ცხენებით ან ფეხით არის შესაძლებელი. ზეთაში ფესტივალი ,,ალპფესტიც“ ჩატარდა.
ჟურანლისტებმა ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილის ლოდებში გამოთლილი ქანდაკებებიც მოინახულეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით პროექტი, რომელიც შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და სტიმულირებას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.
,,გაიცანი საქართველო „ 2015 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში მედიის წარმოამდგენლებმა, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია, რაჭა, სვანეთი, კახეთი, სამცხე ჯავახეთი და ყაზბეგი დაათვალიერეს