: “გაიცანი საქართველო“ პრესტური რაჭა-ლეჩხუმში
კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მე-15 პრესტური რაჭასა და ლეჩხუმში გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ნიკორწმინდის ტაძარი, ხოტევისა და მაქსიმე აღმსარებლის მონასტრები მოინახულეს,დაათვალიერეს მურის ციხე, ონის სინაგოგა და ონის მუზეუმი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ადგილობრივ საოჯახო მარანს ეწვივნენ და რაჭული ღვინო (ხვანჭკარა) დააგემოვნეს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. ერთი წლის განმავლობაში მასმედიის 200-მდე წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოინახულა. მომზადდა 70-ზე მეტი სიუჟეტი, მთელი წლის მანძილზე ქართული საზოგადოება იღებდა ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.