„გაიცანი საქართველო“ პრესტური აჭარაში
კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარაში რიგით მე-20 პრესტური გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.
ტურის მონაწილეებმა საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ახალი ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლით იმგზავრეს.
ორდღიანი პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქობულეთში მდებარე აგროსერვისცენტრი დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, სადაც აჭარული კერძები დააგემოვნეს. პრესტურის მონაწილეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მარნებსა და ვენახებს ეწვივნენ, მოინახულეს პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. პრესტურის მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები თევზსაჭერი გემით ზღვაში გავიდნენ და თევზაობა გადაიღეს.
შიდატურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები კუთხეები მოინახულეს: კახეთის, ხევსურეთის, თუშეთის, ყაზბეგის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს, სვანეთის, გურიისა და აჭარის ტურისტული მიმართულებების შესახებ ასამდე სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა