“გაიცანი საქართველო” დარიალის ხეობასა და სნოში
ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით პროექტ „გაიცანი საქართველოს“ აგრძელებს. ამჯერად “გაიცანი საქართველოს” მედიატურის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სნოსა და ყაზბეგში-სამომლოცველო ტური მოეწყო.
ჟურნალისტბმა რუსეთ-საქათველოს საზღვართან მდებარე დარიალის მამათა მონასტერი მოინახულეს. მთავარანგელოზთა სახელობის ეს ტაძარი დარიალის ხეობაში, საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის კურთხევით 2011 წელს გაიხსნა. კლდეში გამოკვეთილი ეს ტაძარი ყველა შემომსვლეს ახსენებს, რომ ამ ადგილიდან მართლმადიდებლური ქვეყანა იწყება.
ასევე ზღვის დონიდან 2 ათას 200 მეტრზე მდებარე გეგრგეთის სამების ეკლესია და სიონის კომპლექსი დაათვალიერეს სადაც მე-12 საუკუნის ეკლესიაა განთავსებული.
პილიგრიმული ტურის ბოლოს მედიატურის წარმომადგენლები სოფელ სნოში გაჩერდნენ. სოფელი სადაც პატრირქი დაიბადა და მთელი ბავშვობა გაატარა. სწორედ უწმინდესის კურთხევით დღეს მისი სახლის ეზოში სატუმრო „სნო“დგას, რომლის გახსნასაც ჟურნალიტები დაესწრნენ.