ბლუზისა და ღვინის ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალში
პირველად საქართველოში, ლაგოდეხის ნაკრძალთან ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სააგენტოებისთვის ინფოტური მოეწყო. ტურის მონაწილეებმა ლაგოდეხის ნაკრძალი დათვალიერეს, გაეცნენ ბლუზფესტივალის კონცეფციისა და პროგრამას. დღის ბოლოს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებისათვის „მოდერნ ბლუზ ბენდის“ მუსიკა შესრულდა. ფესტივალი ყოველ შაბათ-კვირას, 17ივნისადან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ბლუზისა და ღვინის ფესტივალს ოფიციალურად ჩიკაგოელი ბლუზ-დივა შერონ ლუისი გახსნის. ფესტივალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.