ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბალტიისპირელმა ჟურნალისტები ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ადგილები მოინახულეს. პრესის წარმომადგენლებს ნარიყალაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე გაესაუბრა. თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერების შემდეგ ჟურნალ-გაზეთების რედაქტორებმა და კორესპონდენტებმა წინანდალი, ყვარელი, და სიღნაღი, გუდაური, ყაზბეგი, გორი, უფლისციხე და მცხეთა. საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ მედიის წარმომადგენლები ბალტიისპირეთის ჟურნალ-გაზეთებში საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
https://www.youtube.com/watch?v=8iu1BoYiYnE