ბაკურიანში კოხტას განახლებული საბაგირო გაიხსნა
8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად კოხტას სრულიად ახალი ტიპის საბაგირო ამოქმედდა.
სახელმწიფომ დააფინანსა ძირითადი საბაზისო ინფრასტრუქტურა, მოაწესრიგა საბაგირო და მისასვლელი გზა,
კომპანია „ჯიარდისის“ მიერ კერძო ინვესტიცია განხორციელდა თანამედროვე ალპური სტანდარტებით დაგეგმილი, ფაქტიურად, ახალი დასახლების მშენებლობაში. საუბარია სასტუმროებზე, გასართობ და სავაჭრო ცენტრებზე.
უპრეცედენტოდ მოკლე დროში – 3 თვის განმავლობაში მოხდა აღნიშნული პროექტის დაწყება და დამთავრება.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. კოხტასთან არის დაკავშირებული ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები. ჩვენ აქ დავდექით თხილამურებზე.დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი თაობა აღნიშნულ სათხილამურო ტრასებზე გაიზრდება და ჯანმრთელობას გაიმყარებს.” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა
ამით პროექტი არ სრულდება. დღეს კოხტის ტრასის საერთო სიგრძე 3 კმ და 100 მეტრია. სამომავლოდ, საბაგირო გაგრძელდება მიტარბის მხარეზე და მიტარბის ქედიც განვითარდება. ორივე საბაგიროს ძირში კომპანია „ჯიარდისის“ მიერ აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, ხოლო ბაკურიანში აშენდება დამატებითი ინფრასტრუქტურა სპორტის სხვა სახეობებისთვის.
იგეგმება ბიატლონის ტრასის განვითარება. აღნიშნული პროცესი დაიწყება 2016 წელს.
აშენდება ყინულის დახურული მოედანი ჰოკეისა და კერლინგის, სპორტის ამ ახალი სახეობის განსავითარებლად.
2016 წელსვე დამონტაჟდება სამთო ციგა „ტობოგანი“, რომელიც როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში იქნება ძალიან კარგი გასართობი საშუალება. ეს იქნება ახალი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურა
წელს პირველად გახდა შესაძლებელი, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა. ეს შესაძლებელი გახდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეშვეობით, რომელიც შარშან დამონტაჟდა.
2015 წელს გვაქვს საერთაშორისო ვიზიტორების 7-პროცენტიანი ზრდა.