დედა ენის ბაღში „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ღვინის 60-მდე დიდი კომპანია, მცირე მარანი და 55 საოჯახო მარანი მონაწილებოდა. (72 სახეობის ღვინით)
“ახალი ღვინის ფესტივალი 2015”-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მერია, და კომპანია “ბორჯომი” არიან.
ფეტივალი ტრადიციულად, ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყო. ღონისძიებას მუსიკალურად რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი, “ბენდი ნალი” და ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი” აფორმებდა. გათამაშდა საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.
ფესტივალზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდი იყო წარმოდგენილი, სადაც როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუმრებს ქართული კერძების, ღვინის და საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ.
ფესტივალთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის თემატიკაზე მომუშავე 9 იტალიელი, ჰოლანდიელი და უნგრელი ჟურნალისტებისათვის პრესსტური მოაწყო.
“ახალი ღვინის ფესტივალი 2015”-ის გახსნა დედა ენის ბაღში შეკრებილ სტუმრებს მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიმა გიგლა აგულაშვილმა და თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.
https://www.youtube.com/watch?v=4oQK7beiDJY