„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ ექსპედიცია სამეგრელოში
პროექტი „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“ გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით რიგით მე-3 ექსპედიცია სამეგრელოში მოეწყო. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ექსპედიციის მონაწილეებმა უცნობი ტურისტული ადგილები შეისწავლეს, მათ შორის: სქური,კერნახონა, ყვირა, ქუაქანცალია (მოქანავე ლოდი) დადიანის მღვიმე ისტორიული და ბუნების ძეგლების შესწავლის პარაელურად ექსპედიციის მონაწილეებმა დააფიქსირეს საკარვე და საპიკნიკე ადგილები. ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს წალენჯიხაში მდებარე მაცხოვრის ეკლესია, სამცაცხვი-ლესალეს ციხე და ინწრას ჩანჩქერი. ექსპედიციის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ტურისტულ ბიზნესში დასასაქმებლად ექსპერტები რეგიონის შესახებ დასკვნას მოამზადებენ მოამზადებენ. დამუშავებული ინფორმაცია პორტალზე www.travelgis.ge-ზე აიტვირთება. ვებგვერდზე ინფორმაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე განთავსდება. ექსპედიციის მიზანია გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა. პროექტზე „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS”და ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ მუშაობენ.