ამერიკელი ბლოგერი საქართველოში
პოპულარული ამერიკელი ბლოგერი უილ მაკგაუ საქართველოშია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ცნობილი
ამერიკელი ბლოგერი და მწერალი უილ მაკგაუ ეწვია. მაკგაუ
თანამშრომლობს ისეთ პოპულარულ გამოცემებთან, როგორიც არის:
Conde Nast Traveler, AFAR, Travel > Channel, Outside Magazine, Forbes Travel
Guide, Men’s Journal, AAA, > TravelAge West, Travel Weekly, Paste Magazine,
Backpacker Magazine, > Alaska Airlines Magazine, Elevation Outdoors, Travel
Pulse, the > Brewers Association, and Sherman’s Travel. ერთი კვირის
განმავლობაში ამერიკელმა ჟურნალისტმა სვანეთში, კახეთში, მცხეთა-
მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა. ცნობილ ბლოგერს
თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. საქართველოში სტუმრობის შემდეგ
ამერიკელი ბლოგერი უილ მაკგაო პოპულარულ გამოცემებში
საქართველოს სამთო კურორტების, კულტურის, ქართული
სამზარეულოს და ღვინოს შესახებ სტატიებს მოამზადებს.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა ისტორიამ,
საქართველოს წარსულმა, ქვეყნის კულტურამ. განსაკუთრებით
მომეწონა კავკასიონის მთები და ხეობები, განსაკუთრებით სვანეთის
მთები, ასეევე კახეთი, რომელიც ღვინის რეგიონია. განსაკუთრებით
დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ხალხმა. ყველგან ძალიან თბილად
მიმიღეს და გამიზიარეს თავიათი კულტურა. ქართული კერძები
ფანტასტიურია, საქართველოში მოპოვებული კვების პროდუქტები
საუკეთესოა. თქვენ გამორჩეული, უგემრიელესი ღვინო გაქვთ.“-განაცხდა უილ მაკგაუმ.“