საუდის არაბეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა იგეგმება

 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა.
 მედეა ჯანიაშვილმა და აბდულა ალ-მუტაირმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს.
საუბარი შეეხო პოსტ პანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას, ავიარეისების განახლებას და უსაფრთხო მიმოსვლას.
 კოვიდ პანდემიამდე საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად საუდელი ტურისტები მაღალმხარჯველიანობით გამოირჩევიან.
 2019 წელს საქართველოში შემოსული მოგზაურთა ტოპ -15 ქვეყანას შორის საუდის არაბეთი მე-12 ადგილზე იმყოფებოდა.
 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X