საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მხარდაჭერით  თბილისში TMG -Telecom Meeting in Georgia-ს  ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს.   ღონისძიებაში 50-მდე უცხოური და ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია მონაწილეობს.  კონფერენცია  საქართველოში  მერვედ ტარდება.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

“საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქმიანი ტურიზმი. დღევანდელი ღონისძიება   საქმიანი ტურიზმისთვის ხელშემწყობია. სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი დელეგატი ჩამოვიდა, ისინი მართავენ საქმიან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ხელშეწყობა, მივესალმებით, რომ საქართველოში ჩატარდეს უფრო მეტი ღონისძიება  და ჩამოვიდეს მეტი დელეგატი და უცხოელი ტურისტი. “-განაცხადა მარიამ ქვრივივიშვილმა.

TMG – „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები“  საქართველოში ყოველ წელს ტარდება და საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს, ასევე ქვეყნის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის, პოპულარიზაციას ემსახურება.

TMG-ს რეგულარული მონაწილეები არიან მსხვილი და გავლენიანი კომპანიები:  Deutsche Telecom, Telia,Telecom Italia Sparkle, PCCW, CITIC,Turkcell, TATA communications, Türk Telecom International და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში  დელეგატები კახეთში ღვინის მეურნეობებს და  მცხეთის ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის და კულინარიული ტურები.