სარეგისტრაციო ფორმა

გასეირნება თბილისში აღმოაჩინე კავკასიის ისტორიული გზაჯვარედინი- National Geographic საქართველოს შესახებ

 

National Geographic საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. პოპულარული გამოცემის ჟურნალისტი პოლ სალოპეკი თბილისში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველს ვირტუალურად- ინტერაქციული რუკის საშუალებით უზიარებს.
„ისტორიული გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას, ისლამსა და ქრისტიანობას შორის მდებარეობს, აქ მტაცებელი იმპერიები ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით კუნთებს ათამაშებდნენ. თბილისის ისტორია შემოსევებისა და დაპყრობების კალეიდოსკოპია. 1500 წლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს სტრატეგიულ დედაქალაქს იპყრობდნენ სპარსელები, არაბები, ბიზანტიელები, ოსმალები და რუსები. ქარტეხილებით სავსე წარსულის მიუხედავად ქალაქმა საკუთარი ხასიათი შეუნარჩუნა. აბრეშუმის უძველეს გზაზე მდებარე მრავალენოვანი ფორპოსტი, ყოველთვის იღებდა ნებისმიერ მოვაჭრეს. ეს ტოლერანტული დამოკიდებულება თბილისში დღესაც გრძელდება. კავკასიის ცენტრში მდებარე ქალაქში 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თბილისში მრავალი მართლმადიდებულური ეკლესია მდებარეობს. ქალაქი სავსეა მუსიკალური კლუბებით, შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით, ძველმანების ბაზრით, ანიმაციური დინოზავრის პარკით, ძველ თბილისში მდებარე ისტორიული აივნებით და უამრავი ღვინის მაღაზიით.“

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X