ნორვეგიის წამყვანი მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ნორვეგიიდან ჟურნალისტთა და ტუროპერატორთა 14 კაციანი ჯგუფი ეწვია. 5 დღის განმავლობაში სკანდინავიელმა სტუმრებმა თბილისისა და მცხეთის ისტორიული უბნები დაათვალიერეს. ინფოტურის მონაწილეები იმყოფებოდნენ სვანეთსა და კახეთში. თბილისში ნორვეგიელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. სტუმრებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური პრეზენტაცია მოაწყო.ნორვეგიის ტურისტული ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს ავიაკომპანიის “Air Baltic”-ს მხარდაჭერით ესტუმრნენ.