თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მიიღო მონაწილეობა. ავლაბარში მდებარე ბუტიკი სასტუმრო „ალფაბეტი“ 4 ვარსკვლავიანი არის და 20 ნომრისგან შედგება. სასტუმროს 60 სტუმრის მიღება შეუძლია. ახალ სასტუმროში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.