“Winter in Georgia” -საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი BBC-ზე

საქართველოს ზამთრის კურორტებს BBC-ის მრავალმილიონიანი აუდიტორია გაეცნობა.    ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია  BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. 

საქართველოს შესახებ  რეკლამა BBC ისეთ ცნობილ  გადაცემებშია  როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებულები არიან.

ზამთრის სეზონის საიმიჯო  ვიდეო რგოლის ჩვენება 6 დეკემბერს დაიწყო და 29  დეკემბრამდე გაგრძელდება და მაყურებელი 264-ჯერ იხილავს.

ტელეკომპანია BBC World News-ის მაუწყებლობა 200-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. BBC-ის 434 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

 

საქართველოს საიმიჯო კლიპი, რომელიც BBC-ის ეთერით გადაიცემა    ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

BBC-ის პარალელურად  საქართველოს საიმიჯო  ვიდეორგოლის ჩვენება Euronews-ის ეთერით  მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017-18 წლების ზამთრის კამპანიას 19 ქვეყანაში ატარებს:  გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

 

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X