“Welcome Challenge“-ის პრეზენტაცია

 

23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს “Welcome Challenge“ უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია მოეწყო.
პრეზენტაციაზე სიტყით გამოვსლელებს შორის იყვნენ: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიდტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, „სი ბი სი ჯორჯია“ – ს დამფუძნებელი – საბა კიკნაძე, „სი ბი სი ჯორჯია“ – ს დირექტორი – გელა ენდრიუ სული.
“Welcome Challenge“ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიება არის.
ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X