USAID-Zrda მხარდაჭერით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლები გადაამზადეს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების 64-მა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა.  ტრენინგი  სახელწოდებით „მომსახურების სრულყოფისთვის“   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროექტ Zrda-ს  ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

გადამზადების კურსი თბილისის, გორის, ბორჯომის, ზუგდიდის, ქუთაისის და სხვა ქალაქების იმ თანამშრომლებმა გაიარეს, რომლებიც ყოველდღე ტურისტებს ემსახურებიან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს. ტრენინგის  მიზანია საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელთათვის ეფექტური კომუნიკაციების, კლიენტთა მომსახურებისა და ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X