სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს Pure Meetings and Events 2022-ზე გაეცნენ

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საფრანგეთში საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში Pure Meetings and Events 2022 მიიღო მონაწილეობა. პარიზში გამართულ შეხვედრას ევროპის ასზე მეტი დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, სასტუმრო, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიურო, ტურიზმის საბჭო და ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ B2B შეხვედრები გამართა ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოქმედი ფრანგული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან, ასევე შეხვედრების ინდუსტრიის სხვა პოტენციურ დამკვეთებთან.
Pure Meetings and Events 2022-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად წარმოდგენილი იყო ბიუროს წევრი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანია საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.
Pure Meetings and Events ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, B2B შეხვედრებსა და გამოფენებს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X