“ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ –
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კერძო სექტორისთვის ახალ ტრენინგებს იწყებს. ტრენინგი უსასყიდლოდ იმართენა.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების, დაცული ტერიტორიების სააგენტოების წარმომადგენლებს, გიდებს. ტრენინგი უსასყიდლოდ იმართენა. სასწავლო კურსი ჩატარდება: ქ.თბილისი, ქ.რუსთავი, ქ.გორი, ქ.კასპი, ქ.თეთრიწყარო, ქ.თელავი, ქ.ქუთაისი, ქ.წყალტუბო, ქ.ბათუმი, ქ.ზუგდიდი, ქ.ამბროლაური, დაბა სტეფანწმინდა, დაბა მესტია.

ტრენინგში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით a.aroshidze@gnta.ge ტელ: 599460099

ტრენინგის თემატიკები :
•ინკლუზიური ტურიზმის დანერგვის სტრატეგიები, პოზიციონირება და მარკეტინგი:
•ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შემუშავება – საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა;
•ტურიზმის ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლში ინკლუზიური ტურისტული პროდუქტებისა და მისაწვდომი სერვისების დანერგვა;
•ტურიზმის ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე ინკლუზიური ტურისტული; პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
•ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები – MICE ტურიზმი (საქმიანი შეხვედრები, ღონისძიებები, კონფერენციები, ფესტივალები და გამოფენები);
•ინკლუზიური ტურიზმის, უნივერსალური დიზაინისა და მისაწვდომობის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მოთხოვნების დაცვა;
•ინკლუზიური ტურისტული მარშრუტები და სერვისები ბუნებაში (დაცული ტერიტორიები, პარკები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები და ობიექტები);
•საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;