ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბრენდი სასტუმროების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრა ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა და მას თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტის, ბესტ ვესტერნის, შერატონის, და ჰოლიდეი ინის წარმოამდგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე გიორგი ჩოგოვაძემ კერძო სექტორს 2015 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და მუდმივი თანამშრომლობის რამდენიმე ფორმატი შესთავაზა, მათ შორის მრჩეველთა საბჭო. ისაუბრეს საზღვარგარეთ ერთობლივ მარკეტინგულ კამპანიებზეც, ასევე პრეს და ინფო ტურების წარმართვაზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ მუდმივი კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.