თბილისში Kavkaz Jazz ფესტივალი დაიწყო. ორდღიანი ფესტივალი საქართველოში მეცხრედ იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარება. კავკასიური ჯაზის დასკვნითი ნაწილი აბანოთუბანში ტარდება. მსმენელების წინაშე შემსრულებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან წარსდგნენ.
Kavkaz Jazz ფესტივალის პარტნიორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ფესტივალთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან პრესტური მოეწყო. ერთკვირიანი ტურის ფარგლებში ჟურნალისტთა 6 კაციანმა ჯგუფმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა. მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ Kavkaz Jazz ფესტივალს.

Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.
პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge, პროექტი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარმოადგნინა, ხოლო მხარდამჭერია – ქ.თბილისის მერია.
პარტნიორები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს ინსტიტუტი,მედია ჰოლდინგი Gbtimes Georgia, რადიო IMEDI და OK Magazine.