“თუ გსურთ არამხოლოდ ხინკალი გასინჯოთ, არამედ ისწავლოთ ამ გემრიელი ქართული კერძის მომზადება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბერლინის გამოფენაზე საქართველოს სტენდს. “- მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი  ტურისტული გამოფენა ITB Berlin სოციალურ მედიაში ქართული კულინარიის შესახებ  პოსტს ავრცელებს.

„ამ ფოტოზე ქართულ სპეციალურ კერძს ხინკალს გაჩვენებთ, რომელიც მრავალფეროვანი შიგთავსისგან და დაკეპილი ხორცისგან შედგება. საქართველო ITB 2023-ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა. გამოფენაზე სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კულინარიული მასტერკლასები.

თუ გსურთ, არამხოლოდ ხინკალი გასინჯოთ, არამედ ისწავლოთ ამ გემრიელი ქართული კერძის მომზადება, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბერლინის გამოფენაზე საქართველოს სტენდს. ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებთ? თქვე რას იტყვით? შევხვდეთ ბერლინში. “-წერს ITB პოსტში.

ITB 2023 ბერლინში 6 მარტს გაიხსნება.