ბაკურიანი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცის (FIS) ეგიდით, 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!

26-28 თებერვალი – სქი კროსი
3-5 მარტი – სნოუბორდ კროსი
სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველო 200-მდე სპორტსმენს, სქი კროსის დირექტორს-კლაუს ვალდნერს და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს მასპინძლობს.
მსოფლიოს სხვა სამთო კურორტების მსგავსად, ბაკურიანი სეზონს დაკეტილი შეხვდა, თუმცა შეჯიბრი შეფერხების გარეშე, FIS-ის პროტოკოლის, წესების და რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
კურორტები ჩვეულ რეჟიმს 8 მარტიდან, გახსნილი საბაგიროებით დაუბრუნდება.
მსოფლიო თასის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, პოზიციონირდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხო ორგანიზება შეუძლიათ.