სარეგისტრაციო ფორმა

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით 2020 წლის 14 მარტს ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და ძირითადი გამოწვევები“. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონფერენციის მიზანი:

ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ  კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების შესრულების საქმეში.

კონფერენციის მხარდამჭერები:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
ევროპის უნივერსიტეტი
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET)
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პროფესიული კოლეჯი ”იკაროსი”

კონფერენციაზე სტუდენტების გუნდები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იმუშავებენ ტურიზმში რეალური გამოწვევების გადაჭრის გზებზე, რომელშიც ინოვაციური იდეები იქნება წარმოდგენილი. გუნდებმა უნდა აარჩიონ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც ტურიზმის სექტორი დგას და მასზე ანგარიში მოამზადონ. პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგი თემატიკის ანგარიშებს: სანიტარული კვანძები, მდგრადი ტურიზმი (ტურისტული ადგილების დანაგვიანება, SDG 8, 12 14), სერვისი (თაღლითური სქემები, ტრანსპორტი, მომსახურება ტურისტულ ობიექტებში), განათლება ტურიზმში.
ანგარიში უნდა მოიცავდეს:
• უნივერსიტეტის სახელს, გუნდის სახელს, 5 მონაწილის და კოორდინატორის სახელს და გვარს
• გამოწვევის SWOT ანალიზს
• გამოწვევის (პრობლემის) გადაჭრას
• რეკომენდირებულია სტრუქტურა:
a. იდეის ახსნა
b. იდეის იმპლემენტაცია (პროცესი, დროში გაწერა, სტეიკჰოლდერები, ჩართული პარტნიორები)
c. ტურიზმის სამოქმედო გეგმასთან კავშირი (კონკრეტულად, რომელ მიზანს ემსახურება)
d. იდეის სარგებლიანობა მოკლევადიან პერიოდში
e. იდეის სარგებლიანობა შუალედურ პერიოდში
f. იდეის სარგებლიანობა გრძელვადიან პერიოდში
• შესაბამისი სურათები (გრაფიკები, ინფოგრაფიკები, ფოტოები, და სხვ) უნდა დაემატოს ნაშრომის ბოლოს დანართის სახით.
• ტურიზმის სტატისტიკის გამოყენების შემთხვევაში იხელმძღვანელეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდით 

მნიშვნელოვანი თარიღები:

20 თებერვალი- გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა https://bit.ly/3bsOoPR
6 მარტი – რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი. სტანდარტები შემდეგნაირად განისაზღვრება: ენა- ქართული, ფონტი: Sylfaen, შრიფტი: 12, დაშორება სტრიქონებს შორის: 1.5. ანგარიში გამოაგზავნეთ მისამართზე: tourismconference@gnta.ge
9 მარტი – ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა.
14 მარტი – პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.

გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით და კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი. ასევე, ანგარიშები განთავსდება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X