თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“ გაიმართა. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მეორედ ჩატარდა. Touch Digital Summit-ის მხარდაჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. კონფერენციაში Google/Youtube-ის TripAdvisor-ის,Web Summit-ის ექსპერტები: სერგეი ბრატუსოვი Google Ukraine-ის ბრენდის ხელმძღვანელი, დიმიტრი გოლიკი Google Ireland-ის მენეჯერი, ტიმ შოფილდი TripAdvisor-ის მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი, დეიზი ონუბოგუ Web Summit ყოფილი დირექტორი Roam co Living-ის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ქართული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. Touch Digital Summit ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
“Touch Digital Summit”-ზე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიებიდა ა.შ.
სასაუბრო თემები იყო: როგორ ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაცია,რომელიც შედეგზე აისახება. როგორ გავზარდოთ ბიზნესი YouTube-ის დახმარებით. ეკოტურიზმის გავლენა. ბრენდის განვითარება ისტორიებით.

საერთაშორისო კონფერენცია წელს უკვე მეორედ ჩატარდა. გასულ წელს ამ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ს და impact hub Vienna-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით. ციფრული სამიტის სპონსორებს და მხარდამჭერებს წარმოადგენენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო Rooms, ფაბრიკა, Leavingstone, Adjaranet.com და ა.შ.
კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, რომელიც Touch-ის ი სპიკერი იყო:“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, უკვე მეორე წელია Touch Digital Summit-ის თანაორგანიზატორია. ამ ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიყვანეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პარტნიორები, მათ შორის Google/Youtube-ისა და TripAdvisor-ის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია ქართულ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გაიზიარონ ცოდნა და მოახდინონ თავიანთი პროდუქტისა და საქართველოს პოპულარაცია მსოფლიოში ცნობილი პლატფორმების დახმარებით.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
კონფერენციის შესახებ საუბრობს TripAdvisor-ის მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი ტიმ შოფილდი: „ მოხარული ვარ, რომ კონფერენციას ვესწრები, სპიკერების მაღალი დონით, ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშვარ ვარ მოქცეული. ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი. განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში მოგზაურობის თემატიკა. ვფიქრობ აუდიტორიას კარგად მივაწოდე ინფორმაცია TripAdvisor-ის შესახებ და გავუზიარე საინტერესო იდეები, რომელსაც გამოიყენებენ.“ -აცხადებს ტიმ შოფილდი.