საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეული „Discount Week“ იწყება.
 
პროექტში ჩასართავად ვიწვევთ გუდაურში მდებარე ყველა სასტუმროს რომელსაც გააჩნია 10 ან მეტი ოთახი და ვიზიტორებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას შეთავაზებს.
 
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისათვის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ წესები და პირობები:
 
https://gnta.ge/ge/2020-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-22-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-5-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%9a/

https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g