2018 წლის ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო Rooms”-ში. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. პრეზენტაციაზე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

2018 წელს საქართველოში 8,679,544 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა.
ზრდა 2017 წელთან შედარებით +9.8%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,756,820 შეადგინა, რაც 687,466-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +16.9%)
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2018 წელს პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +80%,სლოვაკეთი +62%, რუმინეთი +59%, ნიდერლანდები +56%, გერმანია +50%, ლატვია +50%, ჩეხეთი +44%, პოლონეთი +37%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +31% იტალია +30% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%,ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი 36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.

საქართველოში ტურისტების მოსაზიდად, საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ტურისტული პროდუქტების შექმნის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახალ პროექტებს ახორციელებს. ამ პროექტებმა დიდი როლი ითამაშა როგორც ტურისტების მოზიდვის ასევე საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდის საკითხში.
შეიქმნა ახალი ვიდეო-EmotionAreGeorgia. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის მანძილზე წამატებით იყენებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ პლათფორმებს და ტელეკომპანიებს: Facebook, Tripadvisor, National Geographic, Expedia და Lonely Planet. Euronews, CNN და BBC.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 163 პრეს ტური და 24 გაცნობითი ტური; საქართველოს ეწვია 800 მდე ჟურნალისტი; 300 მდე ტურ-ოპერატორი; მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 200-ზე მეტი სიუჟეტი.
საქარველოს შესახებ სტატიები მოამზადეს მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგულმა და გავლენიანმა გამოცემებმა: „Conde Nast Traveller“, Forbes, NewYork Times, „The Telegraph, „National Geographic, „Liberation“ „Deutsche Welle“ „Vogue“ და ა.შ. 4 წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067 ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი, სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გძელდება პროექტი „ გაიცანი საქართველო.“ პროექტის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მხარეში 40-მდე პრესტური მოეწყო და 200-ზე მეტი სიუჟეტი მომზადდა.